მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია 9 დათქმის შესრულების პროცესში - მთავრობის სამოქმედო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაიწყეს საუბარი იმაზე თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი და როდის შეიქმნება რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფები. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ სამოქმედო გეგმა ხელისუფლების წარმომადგენლების ნებას გამოხსტავს და ისინი ზედმიწევნით შეასრულებენ 9 დათქმას. თავისმხრივ ოპოზიციაში კი სამოქმედო გეგმა ზედაპირულს და ფასადურს უწოდებენ.