საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს. მინისტრმა შეხვედრისას უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა აღნიშნული საკითხების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.