"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დუშეთში, სოფელ გრემისხევში იმყოფებოდა, სადაც ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე მეტრში მცხოვრებ - ნონა კაკალაშვილს შეხვდა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ეს ადამიანი არის ქართველი გმირი დედა, რომელიც რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ არ დაიცალოს სოფელი და კიდევ უფრო არ გააგრძელოს ოკუპანტმა მცოცავი ოკუპაცია. ნონა კაკალაშვილის განცხადებით, ის არის ერთადერთი მოსახლე,რომელიც რომელიც არ ტოვებს ტერიტორიას და მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას არ იღებს.