რუმინეთში საოჯახო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. რუმინეთის საგანგებო სიტუაციების გენერალური ინსპექციის ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში სასტუმროში 26 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 18-ის გამოყვანა დროულად მოხერხდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობის მფლობელმა 2019 წლის შემოწმების შემდეგ უსაფრთხოების კრიტერიუმების შეუსრულებლობის გამო გაფრთხილება არაერთხელ მიიღო.