7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში თითქმის 21 ათასი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყება, რომელსაც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული ჰამასი აკონტროლებს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასულ 24 საათში მოკლულია 241 პალესტინელი, 382 კი დაიჭრა. როიტერსის ცნობითვე, ჰამასმა უარი თქვა ეგვიპტის სამშვიდობო წინადადებაზე, რომელიც ღაზაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის სანაცვლოდ, ჰამასს ძალაუფლების დათმობას სთხოვდა.