რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ სასჯელაღსრულების მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან პირველი წერილი გამოაქვეყნა. ნავალნი ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ კარგად არის. წერილში ნავალნი საუბრობს კოლონიაში პატიმრობის მძიმე პირობებზეც. კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფება, თავის დროზე სასჯელს "იუკოსის" თანამფლობელი პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი იხდიდნენ. ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს.