ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტზე რეფერენტული ფასწარმოქმნის ერთი წელი შეაჯამა.უწყების ცნობით, რეფორმა , რომლის მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა 2023 წლიდან ამოქმედდა. დღევანდელი მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი 5148 მედიკამენტზე განისაზღვრა - 3045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2103 წამალზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში.