2024 წელს, რეფერენტული ფასი, მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტზე გავრცელდება - Palitra News

2024 წელს, რეფერენტული ფასი, მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტზე გავრცელდება

2023-12-26 17:25:25+04:00

ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტზე რეფერენტული ფასწარმოქმნის ერთი წელი შეაჯამა.უწყების ცნობით, რეფორმა , რომლის მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა 2023 წლიდან ამოქმედდა. დღევანდელი მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი 5148 მედიკამენტზე განისაზღვრა - 3045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2103 წამალზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში.