მესამე სექტორი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობა ძალიან დაბალია, რაც ცხადყოფს, რომ მათ ხმის მიცემასთან დაკავშირებით გარკვეული დაბრკოლებები აქვთ. დოლიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა აღნიშნული საკითხის დროულად მოგვარდეს და ამ პროცესში ხელისუფლების, ოპოზიციის, ცესკოს და მესამე სექტორის ჩართულობაა აუცილებელი.