ენმ-ში დაპირისპირება გრძელდება - Palitra News

ენმ-ში დაპირისპირება გრძელდება

2023-12-26 17:23:17+04:00

დაპირისპირებაა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში". ხაბეიშვილის მხარდამჭერები ბრალდებებს უყენებენ მელიას გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც პარტია დატოვეს და ამბობენ, რომ მათ მანდატებიც უნდა დატოვონ. მათი თქმით "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი წევრები, მიზანმიმართულად არ ტოვებენ ფრაქციას, რადგან ხაბეიშვილის მხარდამჭერების გარიცხვას და ფრაქციისთვის სახელის შეცვლას აპირებენ.