ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გახანგრძლივდება - Palitra News

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გახანგრძლივდება

2023-12-26 16:48:22+04:00

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გახანგრძლივდება. აღნიშნლი გადაწყვეტილება დღეს თბილისის მერმა წლის შემაჯამებელ სხდომაზე მიიღო. კახა კალაძის განცხადებით, მეტრო, ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 1-ელი იანვრის ღამის 3 საათამდე მოემსახურება. მანვე თბილისის მერიის საქმიანობის გასული წლის ანგარიში წარადგინა და განხორციელებული პროექტები მიმოიხილა. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა თითოეულ თანამშრომელს გასული წლის გამავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხდა.