ოფიციალურმა ბაქომ პარიზს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 26 დეკემბერს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა ბოიონი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, ელჩს აცნობეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ გამოხატა სერიოზული პროტესტი 1961 წლის ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის საწინააღმდეგო საქმიანობასთან და დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებზე და საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
აღნიშნულ პირებს აზერბაიჯანის 48 საათის განმავლობაში დატოვება მოსთხოვეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტა საფრანგეთის ელჩს გადაეცა.