ნოემბერში საქართველოს შაქრის იმპორტი წლიურად 40%-ით, ერთი თვის განმავლობაში კი 8%-ით გაძვირდა. ამის მიზეზი, ერთის მხრივ შესაძლოა, იყოს მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ზრდა, მეორე მხრივ კი საქართველოს ხელისუფლების ის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შაქრის იმპორტზე დამატებითი გადასახადი დაწესდა.
ცნობისათვის, მთავრობის დადგენილებით, 20 ნოემბრიდან 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება, 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა. ანუ, ყოველი ერთი ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი გახდა. აღნიშნული დადგენილება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იმოქმედებს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში საქართველოში 4 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 5 424 ტონა შაქარი შემოვიდა, ანუ კილოგრამის ფასი საშუალოდ 78 ცენტი იყო. მაშინ, როცა ერთი თვით ადრე ფასი კილოგრამზე საშუალოდ 72 ცენტს შეადგენდა. გასული წლის ნოემბერში კი იმპორტირებული შაქარი დაახლოებით 56 ცენტად შემოდიოდა. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა,შაქრის იმპორტის ღირებულება წლიუირად 40%-ით, ერთი თვის განმავლობაში კი 8%-ით გაძვირდა. ასევე საინტერესოა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობით შაქარი შემოაქვს. პირველ ხუთეულში ამ თანმიმდევრობით ხვდებიან ბრაზილია, რუსეთი, მაროკო, არაბთა გაერთიანებულიი საამიეროები და საფრანგეთი