ჯო ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების ბრძანება გასცა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ედრიენ უოტსონის ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზაზე სამი ამერიკელი ჯარისკაცი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან და თავდაცვის მდივანთნ, ლოიდ ოსტინთან კონსულტაციების შემდეგ საპასუხო ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანება გასცა.