უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ ააფეთქეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, კრეისერ „მოსკვას“ კვალს დიდი სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ მიუყვება.
გარდა ამისა, ოლეშჩუკმა საჰაერო ძალების პილოტებს მადლობა გადაუხადა და მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო. როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში განმარტავენ, ნოვოჩერკასკის სადესანტო ხომალდს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.