საფრანგეთის პროკურატურამ სამშაბათს განაცხადა, რომ შობის დღეს პარიზის მიმდებარედ, ერთ-ერთ ბინაში ხუთი ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ქალაქ მეოსში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლი ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილია. პოლიცია დაღუპული ბავშვების 33 წლის მამას ეძებს, რომელიც ამ დროისთვის მიმალვაშია. ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი ან მსხვერპლთა ასაკი დაკონკრეტებული არ არის.