პარტია "ლელო" თავს ალტერნატიულ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს. პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის გამაერთიანებლის როლის შესრულება მხოლოდ მათ შეუძლიათ. აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ლელო“ ოპოზიციურ ველზე მთავარ მოთამაშედ უნდა იქცეს. ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ ამბიციებს მმართველ პარტიაში არასერიოზულად აღიქვამენ. სხვა ოპოზიციური პარტიები კი "ლელოს" დაბალ რეიტინგს ახსენებენ და მამუკა ხაზარაძეს ურჩევენ, რომ პოპულისტური განცხადებებისგან თავი შეიკავოს.