დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ ყრილობას. ოპოზიციაში თვლიან, რომ 30 დეკემბერს ყრილობის ჩანიშვნა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რადგანაც, შესაძლოა, ოლიგარქი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე ფიქრობდეს. ოპოზიცია აქვე განმარტავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ამ დრომდე არაფორმალურად მართავს. ივანიშვილის ოპონენტები, მათ შორის მისი ყოფილი თანაგუნდელებიც, საზოგადოებაში მის გამოჩენას ორი მიზეზით ხსნიან. ისინი თვლიან, რომ ივანიშვილს დასანქცირების ეშიანია, ასევე „ქართულ ოცნებას“ გადარჩენა და რეიტინგის აწევა სჭირდება.