„მე წინააღმდეგი ვარ თვითმარქვია პოლიტიკის და ამას ვეძახი ისეთ განცხადებებს, რომელსაც მიჩვეული ვართ და რითაც მართლაც დაიღალა ჩვენი ამომრჩეველი, რომ გამოვა ვიღაც და თავს გამოაცხადებს ან ამად, ან იმად, ან ცენტრად, ან ძალად. ნუ, ეს თვითმარქვიობაა ახლა და ჩვენი ამომრჩეველი სწორად პასუხობს ხოლმე ასეთ ხალხს, როდესაც საკუთარ თავს რაღაცად აცხადებს. მე ვფიქრობ, რომ შენ ამომრჩეველი შესაბამისად გამოგაცხადებს პრემიერობის კანდიდატადაც, პრეზიდენტობის კანდიდატადაც, მესამე ცენტრად. მე არ მაქვს მესამე ცენტრობის პრეტენზია და არც რაიმე შუაშისტობის პრეტენზია. თავში ყოფნის პრეტენზია მაქვს, პირველი ცენტრის ლიდერობის პრეტენზია მაქვს და შუაში ვისაც უნდა, რომ იყოს - იყოს“, - აღნიშნა დოლიძემ.