რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვს ეწვევა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფაშინიანი მონაწილეობას ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს, სამშაბათს კი დსთ-ს მეთაურების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფაშინიანი, ერევანსა და მოსკოვს შორის მზარდი განხეთქილების ფონზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყირგიზეთში გამართულ სამიტს არ დაესწრო.