საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორულ საგრანტო პროგრამის - "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" ფარგლებში მორიგ კონკურსს აცხადებს. კომისია განსაზღვრავს კონკურსის პრიორიტეტებს და ჩაატარებს მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებებს, ასევე მოხდება შემოსული განაცხადების და პროექტების განხილვა. კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც საგარეო უწყების, ისე საქართველოს პარლამენტის, სხვადასხვა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.