1. სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას კრემლი ეხმაურება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ბელგრადში მომხდარი არეულობის უკან კოლექტიური დასავლეთი დგას. მისი თქმით, არსებულ სიტუაციაზე ერთადერთი შესაძლო რეაქცია კონსტიტუციის მკაცრი დაცვა და სერბი ხალხის არჩევანის პატივისცემაა. შეგახსენებთ, სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ბელგრადში მომიტინგეებმა, ოპოზიციური პარტია - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ - მხარდამჭერებმა, მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ შესაჩერებლად ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.