საინტერესოა, რომელია ის საქმიანობები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასებია საქართველოში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 1 855 ლარი შეადგინა. სექტორულ ჭრილში, მე-3 კვარტალში, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი შემდეგ დარგებში ფიქსირდება: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 958 ლარი; მშენებლობა - 3 033 ლარი; ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. ამასთან, ყველაზე დაბალი ხელფასები დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: განათლება, წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა.