ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სადაზვერვო შვეულმფრენები და ფრთოსანი რაკეტები მიიღეს, რომლის მოქმედების დიაპაზონიც 1000-ი კმ-ია. ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის, შაჰრამ ირანის განცხადებით, აღნიშნული აღჭურვილობა ირანის სამხედრო ინდუსტრიამ აწარმოა. მანვე ეს ფაქტი რეგიონში არსებულ მზარდი დაძაბულობის ფონს დაუკავშირა. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა, რამდენიმე დღის წინ ირანი ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერზე დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა. ირანმა აღნიშნული ბრალდება უარყო.