თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე და პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდნეენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, თბილისის მერია ყოფილი სკოლისა და სკვერის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი მშენებლობის დაწყებას აპირებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დიდი დიღმის ტერიტორია ბეტონის ქალაქად იქცა. ისინი აღნიშნულ საკითხს უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აპროტესტებენ.