კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ გამარჯვებულები გამოავლინა. მეათე, საიუბილეო კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელების გარდა, კომუნიკაციების კომისიამ 15-ი საუკეთესო ნაშრომის ავტორი გამოავლინა, რომელთაც კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება. სტუდენტები ტრენერებად გადამზადდებიან და მათ თავად შეეძლებათ, რომ მედიაწიგნიერების პროექტებში ჩაერთონ და სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გამოცდილება გაუზიარონ.