საბერძნეთში ქურდობისთვის 32 და 37 წლის ქართველები დააკავეს - Palitra News

საბერძნეთში ქურდობისთვის 32 და 37 წლის ქართველები დააკავეს

2023-12-25 09:22:56+04:00

საბერძნეთში ქურდობისთვის 32 და 37 წლის ქართველები დააკავეს. საქმის მასალებით დადგინდა, რომ დაკავებულები 2019 წლიდან 2023 წლამდე, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მდიდრულ სახლებსა და ძვირადღირებულ მანქანებს ძარცვავდნენ. ბერძნული მედიის ცნობით, მათზე საერთო ჯამში 9-ა დაკავების ორდერი გაიცა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.