საბერძნეთში ქურდობისთვის 32 და 37 წლის ქართველები დააკავეს. საქმის მასალებით დადგინდა, რომ დაკავებულები 2019 წლიდან 2023 წლამდე, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მდიდრულ სახლებსა და ძვირადღირებულ მანქანებს ძარცვავდნენ. ბერძნული მედიის ცნობით, მათზე საერთო ჯამში 9-ა დაკავების ორდერი გაიცა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.