“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან, გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად შეხვედრებს რეგიონებში აგრძელებენ. ამჯერად, ისინი სამცხე-ჯავახეთში ახალციხის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, წლის შემაჯამებელი შეხვედრები ყველა რეგიონში გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ პარტიაში მომავალი წლის არჩევნებისთვის ემზადებიან, რომელიც, როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.