მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - Palitra News

მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

2023-12-25 09:20:34+04:00

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა- გუდაურის მონაკვეთზე ავროტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარდა ამისა, ხაშური-აწყურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. თოვის და გზის გაყინვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალესა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზეც შეზღუდვებია.