მომავალ წელს საქართველო ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება. ქართული ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ საზოგადოება მაქსიმალურად მობილიზდება, ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟი შეწყვიტოს. მმართველი პარტია კი, ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის წარმატებაში დარწმუნებულია. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საჭირო რეფორმების გასატარებლად ყველაფერს გააკეთებს.