ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ღაზას „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მინიმუმ 12 ქალი და 7 ბავშვია. ჯანდაცვის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
„ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელმა საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო და რომ ეს ომის დანაშაულია.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ.