ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ისრაელის კიდევ რვა ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ისრაელის მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა დაღუპული ჯარისკაცების სახელებსაც აქვეყნებს. ოთხი მათგანი შტაბის სერჟანტია, ორი -უფროსი სერჟანტი, ორი კი - პირველის კლასის სერჟანტი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან, საერთო ჯამში, 152 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა