პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ზუსტად ერთ წელშიწადში ოპოზიცია ქართული ოცნების დამარცხებას იზეიმებს. როგორც ლელოს დამფუძნებელმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა, ქვეყანა იღუპება ემიგრაციისა და მძიმე სოციალური პირობების გამო, რაც მისი თქმით, კორუფციაში გახვეული ხელისუფლების დამასხურებაა. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს პარტიის სხვა ლიდერებმაც.