საქართველო 2024 წელს ევროკავშირთან წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება. ქართული ოპოზიციური სპექტრის განცხადებით, თუ საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მობილიზება იქნება, ხელისუფლება იძულებული იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟი შეწყვიტოს. ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის წარმატებაში დარწმუნებულია მმართველი პარტია. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საჭირო რეფორმების გასატარებლად ყველაფერს გააკეთებს.