თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებს გაეცნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დიპლომატებთან ათწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ თავდაცვის ძალების განვითარების ძირითად პროექტებსა და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევებიც განიხილეს.