უამინდობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს - Palitra News

უამინდობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

2023-12-24 12:16:34+04:00

უამინდობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.