უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ქალაქ დნიპროს თავზე რუსების რაკეტა ჩამოაგდო. აღნიშნულ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი, სერგეი ლისაკი ავრცელებს. უკრაინელი სამხედროების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ X-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაანადგურა. აფეთქებების გამო ქალაქ დნიპროში საჰაერო განგაში გამოცხადდა და ადგილობრივებს თავშესაფარში გადასვლა მოუწიათ. დღეს საჰაერო განგაში ხერსონის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და კიროვოგრადის ოლქებშიც გამოცხადდა.