ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ხმელთაშუა ზღვას დაბლოკავენ, თუკი აშშ-ი და მისი მოკავშირეები ღაზას სექტორში დანაშაულების ჩადენას არ შეწყვეტენ. აღნიშნული ინფორმაცია ირანულ პრესაში გავრცელდა. როგორც „როიტერი“ წერს, ირანს არ აქვს წვდომა ხმელთაშუა ზღვაზე, ამიტომ ბუნდოვანია, თუ როგორ გეგმავს ამის გაკეთებას ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. ირანის მხარდაჭერით, მოქმედი ჰუსიტები წითელ ზღვაში სატრანსპორტო ხომალდებს რამდენჯერმე თავს დაესხნენ, რის გამოც, ზოგიერთმა კომპანიამ ამ მარშრუტის გამოყენებაზე უარი თქვა. მანამდე კი თეთრ სახლში განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში კომერციულ ხომალდებზე თავდასხმის ოპერაციებში ირანი არის ჩართული.