ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლად „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ბრალი კიდევ ერთ მოქალაქეს წარედგინა, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე, დაუსწრებბრალი წარედგინა ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ პირს. აღნიშნული დანაშაულები 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.