პალესტინელებს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა.
„მუდმივი ოკუპაცია ოკუპანტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და პალესტინელ ხალხს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს“, - განაცხადა რაისმა.
ირანის პრეზიდენტმა თეირანში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ისრაელი სამხედრო დანაშაულების ჩადენას საერთაშორისო ინსტიტუტების დუმილის ფონზე აგრძელებს.
„პალესტინის საკითხი მუსლიმი ერებისა და ყველა თავისუფალი ხალხის ცენტრალურ თემას წარმოადგენს. ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულებს საერთაშორისო ინსტიტუტების დუმილისა და წარუმატებლობის ფონზე სჩადის“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.