პროექტის „ჩვენი ჯარი" წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა მათ საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, „თავდაცვის ახალი კოდექსისა“ და საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებზე ესაუბრნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესი ჯარში მოხვედრისა და სამხედრო სამსახურის ფორმების მიმართ გამოხატეს. თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების უნივერსიტეტებსა და სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის მიზანი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობა და ჯარის პოპულარიზაციაა.