ბათუმში, კლიმატის ცვლილების კანონის, „თეთრი წიგნის“ შესახებ შემაჯამებელი კონსულტაცია გაიმართა. მასში, კანონმდებლებთან ერთად, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ. კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობისთვის, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. შეხვედრები უკვე გაიმართა გორსა და თბილისში. თეთრი წიგნი მოიცავს ძირითად პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს.