პუტინს მოლაპარაკებები არ სურს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა რუსეთში, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფმა განაცხადა.
„პუტინმა თავისი ომის მიზნები ახლახან დაადასტურა, მას მოლაპარაკებები საერთოდ არ სურს“, - განაცხადა ლამბსდორფმა.
გერმანიის ელჩმა მოსკოვში აღნიშნა, რომ 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პუტინი თავის პოზიციებს არ შეიცვლის.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა 14 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი ყველა მიზანს მიაღწევს.