გაერომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზების გაფართოების შესახებ მოწოდებას ითვალისწინებს, რათა ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი და სწრაფი მიწოდება მოხერხდეს. აშშ-მა წინა რეზოლუციის პროექტებს ვეტო დაადო, ახლა კი კენჭისყრისგან თავი შეიკავა. მასში მონაწილეობა არც რუსეთს მიუღია. რუსეთმა კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე წარადგინა შესწორება, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა. აქამდე აღნიშნულ რეზოლუციას გაეროში კენჭი ორჯერ უყარეს, თუმცა ვერ დაამტკიცეს.