რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დღის განმავლობაში მტერმა 83 შეტევა წამოიწყო, ასევე ჭურვები ისროლა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, ავიაციისა და ასევე დრონებიდან. უწყების თქმით, რუსი სამხედროების სამიზნე რეგიონის დასახლებული პუნქტები და საცხოვრებელი კვარტლები იყო.