23 დეკემბრის დილის 07:00 საათიდან მომავალი წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის განცხადებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ შეიზღუდება. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით შეეძლებათ.