„ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას ჩაატარებს. შეხვედრაზე საერთო პოლიტიკური და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის ახალი წესდებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 20-ის ნაცვლად 15 წევრი აირჩევა და მასში აღარ იქნებიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაასახელა პარტიის ის წევრები, რომელთაც პოლიტსაბჭოს წევრებად 30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე აირჩევენ.