ევროკავშირის 9 დათქმის შესასრულებლად ოპოზიციური პარტიები გამოსავალს საზოგადების აქტიურობაში ხედავენ. მათი შეფასებით მმართველ პარტიას 9 დათქმის შესასრულებლად არანაირი მზაობა არ აქვს და მიაჩნიათ, რომ ხალხმა ქართული ონცება უნდა აიძულოს, რომ დათქმების შესრულებაზე მუშაობა დაიწყოს. პარტია გირჩიში კი მიაჩნიათ, რომ ჯერ სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს და შემდგომ უნდა მოხდეს ევროკავშირის ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თუმცა ყველა ოპოზიციური პარტია მზაობას გამოთქვამს, რომ მმართველ პარტიასთან ერთად იმუშაობს დათქმების შესრულებისათვის.