საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, კომიტეტში უნდა იყოს 20-25 ადამიანი და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიების წარმომდგენლები გამოეხმაურნენ, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მესამე პრეზიდენტის ინიციატივას არ უერთდება, ნაწილი კი მიიჩნევს რომ ოპოზიიციური პარტიების კომუნიკაცია და კონსულტაციები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია.